|
2020-12-25 22:45:32, 594 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისა მოქალაქეებმა ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. „თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები: 2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ), ხოლო ის პირები, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაცის შესაძლებლობა, გადაყვანილ იქნებიან ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში. თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. იმ მოქალაქეებს, რომელთაც თვითიზოლაციიდან მე-7 დღეს, „პისიარ“ ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „კოვიდ-19“-ის პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მკურნალობა. აღნიშნული რეგულაცია ძალაში იქნება 2021 წლის პირველ მარტამდე. ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)