|
2020-11-03 19:49:38, 573 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა თევდორაძე - ერთად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ასეთი არჩევნების ჩატარება არ შეიძლება!
"პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე არჩევნების ტოტალური გაყალბების ფაქტზე საუბრობს. მისი განცხადებით, უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობა სრულად იქნას ასახული ამ არჩევნების შედეგებზე. მისივე თქმით, აუცილებელია ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარება, ვინაიდან ხელისუფლებას ისე არც პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგით და არც არავისთან დიალოგით არ ესმის. გოჩა თევდორაძე ყველა მხარდამჭერსა და ამომრჩეველს 7 ნოემბერს, 17 საათზე, თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების დაკანონება ქვეყნისთვისა და მომავალი თაობებისთვის დამაზიანებელია. "უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობა სრულად იქნას ასახული ამ არჩევნების შედეგებზე! ამას აცხადებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"! ჩვენ მიგვაჩნია, რომ მივაღწევთ იმას, რომ ბათილად სცნონ არჩევნების შედეგები, მივაღწევთ ასევე იმას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესიც შეიცვალოს და დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, როგორი გზებით იქნება ეს მიღწეული. აუცილებელი იქნება ფართომასშტაბიანი აქციები, ხელისუფლებას ისე არ ესმის - არც პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგით და არც არავისთან დიალოგით! ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას უნდა ვესაუბროთ ხალხთან ერთად, რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან ერთად! სწორედ ამიტომ 7 ნოემბერს, 17 საათზე, თავისუფლების მოედანზე ვიწვევთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს, თუნცად "ქართული ოცნების" მესვეურებს და მათთვის ხმის მიმცემ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდებოდა. ვიწვევთ საზოგადოებას, ვინც იცის, რომ არჩევნების გაყალბების დაკანონება ქვეყნისთვის დამაზიანებელია - არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ვიწვევთ ყველა ამ ადამიანს! ერთად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ასეთი არჩევნების ჩატარება არ შეიძლება! ერთად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ასეთი არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს და უნდა დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები კანონით გათვალისწინებულ ვადაში და ჩატარდეს სამართლიან გარემოში! შემაჯამებელი ოქმები უნდა იწერებოდეს მიუკერძოებლად და უნდა ასახავდეს რეალობას!", - განაცხადა გოჩა თევდორაძემ. https://youtu.be/3gSc6AbO0UU
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)