18:03 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 15:53:21, 702 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე - მათი მიზანია, ჩრდილი მიაყენონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს

მათი მიზანია ჩრდილი მიაყენონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს და გამოუცხადონ მას წინასწარ უნდობლობა, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მხრიდან დაანონსებულ აქციებს.

მისი თქმით, დაანონსებული შეკრებით ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს ქართველი საზოგადოების გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციებს, ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ მათი მიზანი არ არის ამ არჩევნებში პოზიტიურად და კონსტრუქციულად მონაწილეობა, არამედ მათი მიზანია ჩრდილი მიაყენონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს და გამოუცხადონ მას წინასწარ უნდობლობა. მათ წინასწარაც ჰქონდათ აქტივობები, რომლითაც ცდილობდნენ არჩევნების დისკრედიტაციას და ახლაც, ამ შეკრების დაანონსება არის უნდობლობა. ოღონდაც, ეს არის უნდობლობა საკუთარი საზოგადოების და მოქალაქეების მიმართ, ვინც გააკეთა დემოკრატიული არჩევანი“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics