12:48 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 13:36:54, 483 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ საქმიანობაში არ ყოფილა დღე, როდესაც დავით-გარეჯის საკითხი არ იყო პრიორიტეტული

ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხი ხელისუფლებისთვის ეროვნული მნიშვნელობისაა.

ამასთანავე, არჩილ თალაკვაძემ დასძინა, რომ არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი, არც ერთი დღე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობის, როდესაც დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტული არ იყო.

„არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი, არც ერთი დღე ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონოდა დავით-გარეჯის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით პრიორიტეტული ინტერესი,  ჩვენ ამას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და ეს ასე იქნება მომავალშიც, სანამ ეს საკითხი არ დარეგულირდება მშვიდობიანად აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან. ამის შესაძლებლობა იმედი მაქვს იქნება, ახალი გარემოებებით და შემდეგ მოლაპარაკებებზე ამ გარემოებებს დავაყენებთ კოისიის სხდომებზე და მაქსიმალურად ვეცდებით, დავით-გარეჯის საკითხი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს.

როგორც გითხარით, დავით-გარეჯი ჩვენთვის სახელმწიფოებრივი მნიშველობის საკითხია, რაც ერთიანებს ყველა ჩვენ მოქალაქეს, გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი, მე გახლავართ პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი და პოლიტიკური ჩარევა და შეფასებები ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და ჩვენ ყველანაირად ვუზრუნველყოფთ, რომ ამ პროცესში არც ოპოზიციის და არც სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან არ იყოს პოლიტიკური ჩარევა. მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად, დავით-გარეჯი არის სახელმწიფოებრივი მნიშველობის საკითხი, ჩვენ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს , რომ დავით-გარეჯის საკითხი ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ მოგვარდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics