13:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 14:53:15, 1395 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: როდესაც პრემიერად დარჩენას მიკიჟინებდნენ, ამას ყველაზე მეტად უსუფაშვილი სცდილობდა

"როდესაც პრემიერობაზე მიკიჟინებდნენ,  რომ უნდა დავრჩე, ამას  ყველაზე მეტად უსუფაშვილი სცდილობდა",-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"იმედის" ეთერში ამ ინტერვიუს მხოლოდ ფრაგმენტი აჩვენეს, ვრცელი ინტერვიუ კი, "ქრონიკის" მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ გავა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მიმდინარე  ყველაზე აქტუალურ თემებსა და პროცესებს შეაფასებს.

"მთავრობა და ხელისუფლება მთლიანად საზოგადოების ნაწილია და როდესაც პრემიერობაზე მიკიჟინებდნენ,  რომ უნდა დავრჩე, ამას  ყველაზე მეტად უსუფაშვილი სცდილობდა, მას რამდენჯერმე ავუხსენი და პროცესებში მონაწილეობდა მარგველაშვილიც და ალასანიასთანაც ბევრჯერ გამიკეთებია განმარტებები, რომ ზედმეტი ნდობა, რაც მე გამაჩნია საზოგადოებისგან, ჯობია, მთლიანად საზოგადოებას გადავუნაწილოთ,  არა მხოლოდ მის ერთ ნაწილს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics