|
2020-08-02 10:55:17, 2626 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, დაიწყო პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგა. ასევე, კონცერტი გაიმართა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახლადრეაბილიტირებულ პარკში და მასში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს. კონცერტებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას ემსახურება. „თბილისის მერია განაგრძობს პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ემსახურება კულტურის სფეროს მხარდაჭერას. სხვადასხვა უბანში, ღია ცის ქვეშ, ჩვენ შევთავაზებთ მოსახლეობას მონატრებულ შემსრულებლებს. პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ და კიდევ ბევრ ლოკაციაზე შევხვდებით’’, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. „თბილისის ცის ქვეშ“ დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო. პროექტი ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს. მომდევნო კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ჩატარდება. ამასთანავე, მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალი კვირიდან უკვე „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება. პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)