|
2020-08-01 13:21:11, 3002 ნახვა
საზოგადოება
EMC - აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომელთა გათავისუფლება კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნის თვალსაჩინო მაგალითია
EMC ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების დათხოვნის ფაქტს. ორგანიზაციაში მიიჩნევენს, რომ თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და მენეჯმენტის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. „პირველადი სამართლებრივი შეფასებით, მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს მაუწყებლის მენეჯმენტის მიდგომას, ყველა შესაძლო საშუალებებით მოახდინოს მაუწყებლის განეიტრალება კრიტიკული აზრის მქონე ჟურნალისტებისგან და სამსახურიდან გათავისუფლებით, როგორც ყველაზე მკაცრი სანქციით, მათი სამაგალითო დასჯა“, - განაცხადეს ორგანიზაციაში. ცნობისთვის, 2020 წლის 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელი მოაწერა მაუწყებლის საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის სამი თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანებას, რომლის საფუძველზეც სამსახურიდან გათავისუფლდნენ გადაცემა „ჰეშთეგის“ ავტორი გიორგი მურვანიძე, გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი შოთა გურაბანიძე და გრაფიკოს-მემონტაჟე გურამ ქადიძე. ბრძანებას საფუძვლად დაედო მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ემზარ პაქსაძის ხელმოწერილი რეკომენდაცია, მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)