|
2020-07-30 10:15:33, 2292 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. აგრომიმართულების ხელშეწყობის მიზნით, ბანკისა და „შპს ყვარლის ბაგა“-ს პარტნიორობით კახეთის რეგიონში, ყვარელში, მეცხოველეობის ფერმა გაფართოვდა. კომპანია დაარსდა 2010 წელს კახეთში, კერძოდ, ყვარელში. ფერმის ძირითად საქმიანობას რძის წარმოება წარმოადგენს. მაღალი ხარისხის რძის წარმოებას მაღალმწარმოებლური, ჰოლშტინის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი განსაზღვრავს. ფერმა აგებულია ებრაული ფერმის მოდელის მიხედვით, რომელიც ევროპულ მოდელთან შედარებით, ფლობს რიგ უპირატესობებს, რაც ძირითადად მოიცავს პირუტყვის კომფორტს, ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას. მიმდინარე ეტაპზე შპს ყვარლის ბაგას საშუალო თვიური წარმადობა შეადგენს 665 ათას ლიტრ რძეს. ფერმა დღეის მდგომარეობით 2,000-მდე ძროხას იტევს, რასაც ოპერირებას კომპანიის დაახლოებით 60 თანამშრომელი უწევს. რძის ხარისხი ყოველდღიურად კონტროლდება ფერმაში არსებული ლაბორატორიული აღჭურვილობის საშუალებით. გარდა ამისა, საბოლოო ხარისხი თავად გადამამუშავებელ კომპანიებში მოწმდება. "ყვარლის ბაგა" საქართველოში რძის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია რძის წარმოების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა რეგიონში. დაარსების დღიდან დღემდე მუდმივად ხდება საწარმოს გაფართოება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით მოხდა ბანკის მიერ ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ჯამში დაახლოებით 5.8 მლნ ევრო შეადგინა. ინვესტიცია სხვადასხვა სამუშაოების დაფინანსების მიზნით, კერძოდ მსხვილფეხა საქონლის შეძენის, შიდა ინფრასტრუქტურის და საწარმოს გაფართოებისთვის ძირითადი საშუალებების (სადგომების მოწყობა; უახლესი ტექნიკის შეძენა) დაფინანსების მიზნობრიობით გაიცა.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)