|
2020-03-24 16:04:05, 4913 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოქალაქეების დასახმარებლად საპენსიო გადასახადებისათვის განკუთვნილი დანაზოგის გამოყენებას სთავაზობს
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მთავრობას მოქალაქეების დასახმარებლად იმ ფულის გამოყენებას სთავაზობს, რომელიც აკრეფილი იყო როგორც საპენსიო გადასახადი. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის გზა, რომლითაც მოქალაქეების დახმარება სწრაფად მოხდება. „დღეს მთელი საზოგადოების ყურადღება ბუნებრივია, მიპყრობილია მთავარ საფრთხეზე, დაავადების გავრცელებაზე, მარნეულსა და ბოლნისზე. არ უნდა დაგვავიწყდეს არავის, პირველ რიგში კი მთავრობასა და პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანების მდგომარეობა, დასაქმებულების, დამსაქმებლების, საშუალო კლასის და ყველასი შემდეგი ერთი თვის და თვეების განმავლობაში მხოლოდ გაუარესდება. ამ დროს მხოლოდ ზოგადი მოწოდება, რომ უნდა დავეხმაროთ ხალხს, საკმარისი არ არის. საჭიროა კონკრეტული წინადადებები. ამიტომ, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით მთავრობის მიმართ, კონკრეტული ფულის წყაროთი, თუ საიდან უნდა მოხდეს თუნდაც მცირედით და სწრაფად მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დასაქმებულსა და დამსაქმებელს. ჩვენი ფული, ის ფული, რომელიც ამ დროის განმავლობაში აკრეფილი იქნა როგორც საპენსიო გადასახადი. ეს ფული ახლა დევს და იყო შავი დღისთვის, სიბერისთვის გადანახული. ახლა არის შავი დღე და ახლა სჭირდება ხალხს ეს ფული. ყველა მოქალაქეს, დასაქმებულსა თუ დამსაქმებელს შესაძლებლობა აქვს ეს ფული დაიბრუნოს. ამ ყველაფრის შედეგად, ხალხს სწრაფად დაუბრუნდება 480 მილიონზე მეტი ლარი და მეწარმეებს 170 მილიონ ლარამდე. ერთ კაცს საშუალოდ, მინიმუმ 600 ლარამდე დაუბრუნდება, ხოლო თითოეულ დამსაქმებელს თითო დასაქმებულზე სადღაც 250 ლარი. ეს არის კონკრეტული წინადადება და სწრაფად უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)