|
2020-03-17 16:45:59, 1977 ნახვა
პოლიტიკა
,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მოხალისეთა ერთიანი შტაბის დაფუძნების ინიციატივით გამოდის
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოხალისეთა ერთიანი შტაბის დაფუძნების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის“ თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
სწორედ ამიტომ, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას მოხალისეთა ერთიანი შტაბი. მიგვაჩნია, რომ ეს შტაბი სახელმწიფო უწყებებს, საზოგადოებას, ექიმებსა და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის პირადი ინიციატივის შესაბამისად, 14 მარტს ჩვენმა ორგანიზაციამ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მზაობა გამოთქვა. ჩვენი აქტივისტები 16 მარტის შემდეგ, თბილისის მერიის სპეციალური სერვისების მიწოდებაში აქტიურად მონაწილეობენ. მოხალისეთა შტაბი ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციითა და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ხელშეწყობით დაგეგმავს და ჩაერთვება ყველა საჭირო ღონისძიებაში. დღეიდან, ვაფუძნებთ შტაბს და სურვილის შემთხვევაში გელოდებით ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. საქმე ჩვენს ქვეყანას ეხება. ეს არის ზეპარტიული საქმე და ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა” - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)