|
2020-03-12 18:35:33, 2332 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან, რომელზედაც მხარეებმა მიმოიხილეს ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის საკითხები. მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე. ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა უწევს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. თავის მხრივ, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან. ჩვენ უკვე გვაქვს ფართო თანამშრომლობა, განსაკუთრებით, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობა ტექნიკური რჩევების გაზიარების მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოვძებნოთ ქართული და ამერიკული კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობა ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. შეხვედრის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)