09:55 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 11:00:06, 2338 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, შესაძლებლობების ფარგლებში დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამ ნაბიჯმა მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელი არ შეუშალოს.

„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას”, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics