10:55 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 23:42:01, 2588 ნახვა

პოლიტიკა
Edison Research - ოცნება - 29%, ენმ - 17% ევროპული საქართველო 6 %

„ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა (89%) არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. - ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულანიუსი" ავრცელებს

მათგან 29% თქმით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდნენ, 17% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 6% - „ევროპულ საქართველოს“, 4-4% კი, „ლეიბორისტულ პარტიას“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 28%-ს ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: „ლელო“ – 3%; „სამოქალაქო მოძრაობა“, „ახალი საქართველოსთვის“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ – 2-2%; „გირჩი“, „თავისუფალი საქართველო“, პარტია „სამართლიანობისთვის“ და „გამარჯვებული საქართველო“ – 1-1%; „რესპუბლიკური პარტია“ – 0%.

ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics