10:55 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 23:36:24, 2430 ნახვა

პოლიტიკა
Edison Research: მოსახლეობის 65%-ის აზრით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 65% ფიქრობს, რომ მათ უფლებებს პატივს არ სცემენ. - ინფორმაციას "ფორმულანიუსი" ავრცელებს.

„ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65%  ქვეყანაში ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას უარყოფითად აფასებენ.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 79%-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა დემოკრატიულად იმართებოდეს, თუმცა, ამავდროულად, 42% ამბობს, რომ საქართველო მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად იმართება.

ეს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობით ჩატარებული მეორე კვლევაა. ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირი გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics