|
2020-03-08 21:08:28, 1828 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი მიზანი მიღწეულია
კითხვებს პასუხები გაეცა და დღეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული საარჩევნო მოდელი მისაღებია. - ამის შესახებ ჟურნალისტებს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა. „მას შემდეგ, რაც მოვისმინე არგუმენტები, რაც გაეცა პასუხები ჩემს მიერ დასმულ კითხვებს, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია – ის, რომ ქვეყანა იმ საარჩევნო მოდელით, რომელიც არის შეთანხმებული, არ შევა კრიზისში, რომ მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია და გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს კარგ მთავრობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, თეორიულ ვარიანტს ვგულისხმობ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება ისევ მაჟორიტარული და პროპორციული შემადგენლით. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ დესტრუქციულ ოპოზოციას მიეტოვებინა ქუჩა და არ ჰქონოდა ქუჩაში ყოფნის საფუძველი. ჩვენი მიზანი მიღწეულია, მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია, კრიზისი გამორიცხულია და ასევე თეორიული ვარიანტითაც არის დაზღვეული, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც კი არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარული შემადგენლით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, დეპუტატების მთავარი მიზანი, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებოდნენ, იყო ის, რომ პრობლემა არ ჰქონოდა ქვეყანას. საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)