|
2020-03-08 21:01:42, 1880 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - შეთანხმება საარჩევნო პროცესზე არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება
შეთანხმება საარჩევნო პროცესზე არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა, რომელზეც მხარეები შეჯერდნენ, უზრუნველყოფს, რომ არამხოლოდ 50-პროცენტიან რეიტინგზე მეტის, არამედ 47 და 48-პროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიამ თავისუფლად დააკომპლექტოს მყარი უმრავლესობა. „ჩვენ ველოდებით 50 პროცენტზე მეტს და ამ შემთხვევაში, ის დამზღვევი მექანიზმი, რომელიც შევთავაზეთ ოპოზიციას, ასევე ძალაშია, შეთანხმების საგანია და ამ დეტალებშიც შევდივართ. კი ბატონო, 40 პროცენტზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიამ ვერ უნდა დააკომპლექტოს უმრავლესობა, თუმცა ჩვენ გვექნება ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მყარ უმრავლესობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მისალოცად აქვს საქმე ქართულ საზოგადოებას, რადგან შეთანხმება შედგა. სპეკულაციების საშუალება ერთმევათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დღის წესრიგს აგებენ სპეკულაციებზე და უკვე საარჩევნო რეჟიმზე უნდა გადავიდეთ, რათა საქართველოში ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)