|
2020-03-07 13:11:18, 2411 ნახვა
პოლიტიკა
უდუმაშვილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე - ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს
„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენ არანაირ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მანდატებით ვაჭრობას არ აპირებს. „ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, არაფერი არ შეცვლილა და ჩვენ არანაირ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ. იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან. ჩვენ არ შევდივართ ვაჭრობაში 5 მანდატი იქით იყოს თუ აქეთ, ეს არ არის სავაჭრო თემა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სისტემა, რომელიც იქნება არჩევნებზე მაქსიმალურად მიახლოებული იყოს პროპორციულ საარცევნო სისტემასთან. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ უნდა შეწყდეს დევნა პოლიტიკურ ლიდერებზე და გათავისუფლდეს ის პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც დღეს იმყოფებიან ციხეებში“, - განაცხადა ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას საარცევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ვადა ორშაბათამდე აქვთ. მხარეებს შორის ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)