11:50 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 15:46:43, 2565 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ხალხი კი არა, მეც თუ მომიწია ზოგიერთი არხის 15 წუთზე მეტი ყურება, დეპრესიაში ვვარდები

„ხანდახან ხალხი კი არა, მეც რომ გადმოვრთავ ზოგიერთ არხზე, 15 წუთზე მეტი თუ მომიწია ყურება, დეპრესიაში ვვარდები“,, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა „საზოგადოება დეპრესიაში“, როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან სწორი მესიჯები, რაც კი შეიძლება მთავარსარდალმა გაახმოვანოს.

„მთელი ამ სიტყვიდან ერთი სიტყვა თუ ამოარჩიეთ - დეპრესია, ეს დიახ ასეა, ხანდახან ხალხი კი არა, მეც რომ გადმოვართავ ზოგიერთ არხზე, 15 წუთზე მეტი თუ მომიწია ყურება, მეც ვვარდები დეპრესიაში, ეს სამწუხაროა.

თუ ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, ხელმძღვანელი და ადამიანი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში ჩვენს ქვეყანას და საუბრობს, რომ სიძულვილის ნაცვლად ჯობს საქმეს სიყვრულით მივუდგეთ და ქვეყანა განვავითაროდ, ეს არის სწორი მესიჯი, რაც კი შეიძლება პრეზიდენტმა გაახმოვანოს.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ერთი მხრივ სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია, ტყუილი დამაზიანებელია მხოლოდ ქვეყნისათვის და მეორე მხრივ, რომ ეს ქვეყანა ვითარდება და ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ სფეროს, სადაც არ არის ხელშესახები პროგრესი, რომელიც ფაქტივში აისახება და არა მხოლოდ შეფასებებში, სადაც ხანხადან მარტოც კი ვრჩებით და შემდეგ ობიექტური ადამიანებიც გამოჩნდებიან და ადეკვატურ შეფასებებს ვიღებთ, ერთი მხრივ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიცრუესთან ბრძოლა“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics