|
2020-03-04 15:04:42, 2332 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის
„მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის და საკუთარ არჩევანს, კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს გადაუხვევს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, დაუშვებელია, ოკუპაციის თემა გახდეს პოლიტიკური სპეკულირებისა და ნიშნის მოგების საგანი. „ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვაობა, თუნდაც, მწვავე ოპონირება ბუნებრივი მოვლენაა, მით უმეტეს - საარჩევნო პერიოდში. თუმცა, ჩვენს პირობებში, როცა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, მისი ტერიტორიის 20 %-ი კი ოკუპირებულია, მეტი სიფრთხილე გვმართებს. არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს კრიზისი ან დესტაბილიზაცია. ამიტომ, დაუშვებელია, ოკუპაციის თემა გახდეს პოლიტიკური სპეკულირებისა და ნიშნის მოგების საგანი. ამიტომ, სრულიად მიუღებელია პირადი თუ პოლიტიკური ამბიციებისა და ინტერესების გამო ქვეყნის კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება - მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთი უმძიმესი ბრალდება არ ეფუძნება არც ერთ ფაქტს: არც - პოლიტიკურს, არც - ეკონომიკურს, არც - სამართლებრივს. ასეთი ბრალდება ერის წარსულისა და მისი ერთსულოვანი არჩევანის შეურაცხყოფაა. პირადად მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არ დავუშვებ ცილისწამებას, რომელიც სწორედ საქართველოს (და არა ცალკეულ პოლიტიკურ ძალას) უთხრის ძირს. მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის და საკუთარ არჩევანს, კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს გადაუხვევს. ამაში ყველას შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებული. ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს დეოკუპაციით, სახელმწიფოს გაერთიანებითა და საქართველოს თავის ევროპულ ოჯახში ღირსეულ წევრად დაბრუნებით, ჩვენს თაობას აქვს ერთი ვალდებულება - დაძლიოს პოლარიზაცია. მხოლოდ ერთიან საზოგადოებას შეუძლია ამ გზის ბოლომდე გავლა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მათ წინაშე, ვინც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)