|
2020-03-04 14:27:15, 1498 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ევროკავშირი აღარ არის და იქნება ისეთივე, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო
„დღევანდელი ევროკავშირი, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ იყო“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ზურაბიშვილმა საერთაშორისო ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუშინდელი მტრები, დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ, რისი მიზეზიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებია. „ჩვენ თვალწინ ახალი საერთაშორისო ურთიერთობები ყალიბდა, ამერიკას, ევროკავშირსა თუ რუსეთს, ახლო აღმოსავლეთსა თუ შორეულ აზიაში. გუშინდელი მტრები დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ, ან პირიქით. ამ ურთიერთობების განმსაზღვრელია სრული პრაგმატიზმი, ანუ საკუთარი ქვეყნის და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესები, რასაც დღეს აღარცერთი იდეოლოგია არ ნიღბავს. მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები ჩვენზეც ისახება, დღევანდელი ევროკავშირი, ბრექსითისა და გერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, მიგრაციების ფონზე აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ იყო, როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას. ევროკავშირი საკუთარი კრიზისის ფონზე ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის მეზობელ ქვეყნებთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)