21:03 - 18 Aug, 2026
|
2015-07-20 16:24:55, 1635 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა
თურქეთის ქალაქ სურუჯში სირიის საზღვართან, აფეთქების შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის კულტურულ ცენტრთან ახლოს მოხდა, რის შედეგადაც დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდული ასოციაციების ასობით წარმომადგენელი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლება ამ ეტაპზე ადგენს, იყო თუ არა მომხდარი თვითმკვლელი თავდამსხმელის ქმედებით გამოწვეული. ქალაქი სურუჯი სირიის ქალაქ ქობანისთან ახლოს მდებარეობს. ქობანიში ბოლო რამდენიმე თვეა ქურთ სამხედროებსა და "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს შორის დაპირისპირება ინტენსიურად მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)