20:52 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-18 19:51:38, 222 ნახვა

ეკონომიკა
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ

საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ თბილისის ფარგლებს გასცდა და ინიციატივას აჭარაში მოქმედი ბიზნესებიც შეუერთდნენ. კამპანიაში უკვე Hilltop Batumi, Kopi Brew, Dodonut, Vaio Resort და Lilia Flower Shop ჩაერთნენ.

“ბიზნესის ჯაჭვი” საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივაა, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოქმედ მცირე ბიზნესებს ერთ ჯაჭვში აერთიანებს და მათ ერთმანეთის მომხმარებლების გაზიარებისა და ახალი აუდიტორიის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. 

კამპანიის მთავარი მიზანი მცირე ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მათი ცნობადობის ზრდა და გაყიდვების ხელშეწყობაა. ამავდროულად, მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ ახალი ადგილები, საინტერესო ბრენდები და პარტნიორი ბიზნესებისგან სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლონ.  

აღსანიშნავია, რომ "მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ ჩართვა ნებისმიერ მცირე ბიზნესს შეუძლია. 

ინიციატივის ფარგლებში, მონაწილე ბიზნესებში მომხმარებლებს სპეციალური ბანერებისა და სტიკერების საშუალებით ჯაჭვის სხვა წევრი ბიზნესების აღმოჩენა და მათგან სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ. შედეგად, ერთი ბიზნესის მომხმარებელი სხვა მონაწილე ობიექტებსაც ეცნობა, ბიზნესები კი ერთმანეთისთვის ახალი აუდიტორიის მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას ქმნიან.

"მოხარული ვართ, რომ "მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ უკვე თბილისის ფარგლებს გასცდა და ინიციატივას აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ. გვჯერა, რომ მცირე ბიზნესებს შორის ასეთი თანამშრომლობა მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარება.  ვიმედოვნებთ, რომ ჯაჭვი კიდევ უფრო გაფართოვდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი არაერთი მცირე ბიზნესი ჩაერთვება“,  - განაცხადა საქართველოს ბანკის ბიზნესის მარკეტინგის გუნდის უფროსმა, ელენე კვირკველიამ.

ინფორმაციისთვის, მცირე ბიზნესის ჯაჭვს ეტაპობრივად ახალი ბიზნესები უერთდებიან. კამპანიაში ჩართული ბიზნესებისა და მათი შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics