|
2015-07-08 13:21:37, 1400 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კრიზისის დაძლევის გეგმა ჯერ არ წარუდგენია
ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთს კრიზისის დაძლევის ალტერნატიული გეგმის წარდგენისთვის დრო 7 ივლისამდე მისცეს, ევროკავშირის სრული სამიტი კი კვირასაა დაგეგმილი, თუმცა ალექსის ციპრასს გეგმა ჯერაც არ წარუდგენია. ევროპარლამენტის პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, შეთანხმების მიღწევისთვის მხოლოდ 4 დღეა დარჩენილი. ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც თქვა, რომ ბერძენმა ხალხმა რეფერენდუმზე საკუთარი ნება დააფიქსირა, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ახალი შეთავაზების დეტალური შემუშავება, რომლის დახმარებითაც საბერძნეთი თავის პარტნიორებთან შეთანხმებას მიაღწევს და კრიზისს დაძლევს. ევროკავშირის სამიტზე ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა საბერძნეთის მიერ შეთავაზებული გეგმა უნდა განიხილონ. როგორც ევროკავშირის კომისიონერმა ეკონომიკაში, პიერ მოსკოვიჩმა BBC-ს განაცხადა, ევროზონის ლიდერებს არ სურთ, საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს, რადგან ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს სხვა წევრი ქვეყნების ეკონომიკაზეც. „იმისთვის, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს, მისმა მთავრობამ ახალი შემოთავაზება უნდა შეიმუშაოს. მათ იციან, რაც უნდა გააკეთონ და რას ველოდებით ჩვენ“, - აღნიშნა მოსკოვიჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)