|
2015-07-06 10:10:12, 1499 ნახვა
მსოფლიო
მერკელი და ოლანდი ევროზონის საგანგებო სამიტს მოიწვევენ
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, 7 ივლისს, ევროზონის 19 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურების საგანგებო სამიტს მოიწვევენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ოლანდმა და მერკელმა სატელეფონო საუბრისას მიიღეს. სამიტზე საბერძნეთში განვითარებული მოვლენები განიხილება. „საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები, ერთხმად ადასტურებენ რეფერენდუმის შედეგების პატივისცემას. საბერძნეთში არსებული სიტუაცია 7 ივლისს, ევროზონის 19 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურების სამიტზე განიხილება“, - ნათქვამია გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. თავის მხრივ, ბრიუსელში აღნიშნეს, რომ რეფერენდუმის შედეგები საბერძნეთის ევროზონიდან ავტომატურ გასვლას არ ნიშნავს. „ჩვენ, არც კი გვაქვს ევროზონიდან გასვლის ლეგალური მექანიზმები“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)