05:54 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-05 14:56:52, 1198 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერი: გავიმარჯვებთ და მივაღწევთ იმას, რომ ევროპამ ჩვენს არჩევანს პატივი სცეს

საბერძეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი დარმწუნებულია, რომ რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობა გადაწყვეტს,  რომ კრედიტორების მიერ წამოყენებული პირობები არ მიიღოს.

"ბერძენი ერი გზავნის დემოკრატიის მესიჯს საკუთარი თავმოყვარეობის შესახებ. ბევრმა შეიძლება არ მიაქციოს ყურადღება მთავრობის სურვილს, მაგრამ ნუ დააიგნორებთ მას. ჩვენი მოსახლეობის სურვილია, იცხოვროს თავისუფლად.დარწმუნებული ვართ, გავიმარჯვებთ და მივაღწევთ იმას, რომ ევროპამ პატივი სცეს ჩვენს არჩევანსა და სურვილს, რაც  უკეთეს პირობებში ცხოვრებაში გამოიხატება",-განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საბერძნეთში  რეფერენდუმი მიმდინარეობს,  რომლითაც მოსახლეობა გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა კრედიტორების მიერ წამოყენებული პირობები. ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნული პირობების მიღების შემთხვევაში, ის თანამდებობას დატოვებს.

ანის ვარუფაკისმა კრედიტორები ბერძნების „ტერორიზირებაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ევროპა ტრილიონ ევროს დაკარგავს, თუკი საბერძნეთის კოლაფსს დაუშვებს.

მემარცხენე მინისტრმა  საზოგადოებას კრედიტორთა გეგმის უარყოფისაკენ მოუწოდა და უგულებელყო ქვეყნის ევროპელი პარტნიორების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კრედიტორთა პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საბერძნეთმა, შესაძლოა, ევროზონა დატოვოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics