|
2015-07-01 11:09:55, 1096 ნახვა
სამხედრო
ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე ბაგრამის რაიონის გუბერნატორ ქადუსს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე ბაგრამის რაიონის გუბერნატორ ქადუსს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა ბაგრამის რაიონულ ცენტრ გოლამ ალი-ში გუბერნატორის რეზიდენციაში გაიმართა. 43-ე ბატალიონის უფროსმა და ბაგრამის გუბერნატორმა ოპერაციის რაიონში არსებული პრობლემატური საკითხები განიხილეს. ბაგრამის რაიონის ხელმძღვანელობამ მოსახლეობასთან და ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან ქართული დანაყოფების ურთიერთობებიც შეაფასა. შეხვედრის დროს გუბერნატორმა ქადუსმა ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და ბაგრამის რაიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისთვის თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა. 43-ე ბატალიონის მეთაურობა ოპერაციის რაიონში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ინტენსიურად თანამშრომლობს. ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებს შორის შეხვედრების ორგანიზება პერიოდულად ხდება.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)