16:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-18 15:23:08, 259 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის

პოლონეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესვლის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთისას ვიზის წარდგენა მოეთხოვებათ.

როგორც შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაჩეი დუშჩიკმა განაცხადა, გადაწყვეტილება წლის დასაწყისში ჩატარებულ ბაზრისა და მიგრაციის ანალიზს ეფუძნება.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ ქვეყნებთან არსებულმა უვიზო რეჟიმმა სერიოზული სისტემური პრობლემები, მათ შორის არალეგალური დასაქმება, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა და ადამიანებით ვაჭრობის რისკები წარმოშვა.

ახალი წესების მიხედვით, თითოეული სავიზო განაცხადის განხილვისას შესაბამისი ორგანოები დეტალურად შეისწავლიან მიგრაციულ რისკ-ფაქტორებს. იმ პირებზე, რომლებმაც პოლონეთის საზღვარი რეგულაციის ძალაში შესვლამდე გადაკვეთეს, ძველი დებულებები გავრცელდება.

სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წელს ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებზე სულ 39,092 სამუშაო ნებართვა გაიცა, საიდანაც უმრავლესობა კოლუმბიის (37,337), ხოლო ნაწილი ვენესუელისა (1,277) და საქართველოს (478) მოქალაქეებზე მოდიოდა.

გადაწყვეტილებას შრომის ბაზრის ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ. „ლევიატანის კონფედერაციის“ წარმომადგენელ ნადია ვინიარსკასა და დასაქმების სააგენტო „ფოლგას“ დირექტორ იაკუბ ტომჩაკის განცხადებით, დამატებითი ბიუროკრატია ისედაც გადატვირთულ პოლონურ საკონსულოებს პარალიზებას ემუქრება. მათი შეფასებით, პროცედურების გაჭიანურება დააზარალებს იმ ბიზნესსექტორებს, რომლებიც კადრების დეფიციტს ებრძვიან, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც უცხოელი მუშაკების წვლილი პოლონეთის მშპ-ში სულ რაღაც ერთ წელიწადში 200 მილიარდიდან 416 მილიარდ ზლოტამდე გაიზარდა.

სტატია მომზადებულია პოლონურ მედიაზე (Puls HR) დაყრდნობით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics