14:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 16:38:33, 597 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 31 ოჯახს ბინა კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომა მნიშვნელოვანი სიახლით გაიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 ოჯახს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, ბინები უსასყიდლოდ გადაეცათ კერძო საკუთრებაში.

,,მივიღე გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომლის მიხედვით 31 ოჯახს ბინა უსასყიდლოდ გადაეცემა კერძო საკუთრებაში. მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქაქუთში, მცხოვრებ 8 ოჯახს და კვირიკეში მცხოვრებ 12 ეკომიგრანტ ოჯახს და ქედის მუნიციპალიტეტის 11 ოჯახს. უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას ფაქტობრივ მფლობელებთან დაკავშირებით, რითაც ბევრი ოჯახის ყოფა კიდევ უფრო გაუმჯობესდება"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთვარობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ"  განკარგულების 4 პროექტი.  საკითხი მთავრობამ განიხილა ეკონომიკური საბჭოს მიერ დადებითი რეკომენდაციის გაწევის შემდეგ.

სხდომაზე განიხილეს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და ახალგაზრდობის კომპონენტის ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

მთავრობამ ასევე იმსჯელა, ,,სოფლის განვითარების" პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებული სოფელ ცეცხლაურსა და ოჩხამურში არსებული მიწის ნაკვეთი მოსახლეობასთან შეხვედრების, კრებებისა და სხვდასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების მიზნით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics