|
2026-06-18 12:00:49, 2458 ნახვა
საზოგადოება
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
19-21 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ჰაბად იქცევა. Global Tech Weekend-ი ინოვაციების, მეწარმეობისა და თანამედროვე მიღწევების გარშემო წამყვან პროფესიონალებსა და საინტერესო იდეებს მოუყრის თავს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსიები და თემატური გამოსვლები ინდუსტრიის აქტუალურ საკითხებზე. 20 ივნისს, სესიის - "Transforming Enterprises for the Digital Era" - ერთ-ერთი სპიკერი სელფის ციფრული მიმართულებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი, ია კუპატაძე იქნება. ის ვრცლად ისაუბრებს ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე თანამედროვე ბიზნესის განვითარებაში. როგორც პროექტის მხარდამჭერი, სელფი აქტიურად უწყობს ხელს გამოცდილების გაზიარებას, ცოდნის გაცვლასა და პარტნიორობის ახალი პერსპექტივების გაჩენას. "ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ინიციატივების გვერდით დგომა, რომლებიც ქვეყანაში პროგრესსა და ციფრულ წინსვლას ემსახურება. გვჯერა, რომ სწორედ მსგავსი კოლაბორაციები ქმნის საუკეთესო პლატფორმას მომავლის შესაძლებლობებისთვის", - აცხადებენ სელფი მობაილში. დეტალურად: Global Tech Weekend - Tbilisi 2026
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)