|
2019-02-14 17:30:42, 765 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა დაინერგება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთ მუნიციპალიტეტში 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვა იწყება. პროექტი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩართულობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორცელდება. მხარეებს შორის დღეს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს 0-დან 6 წლამდე ასაკის მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარებას ბავშვთა მოვლის საკითხებზე მათი სწავლების გზით; განვითარების პრობლემების, ქცევითი ან სოციალური შეფერხების რისკების მქონე და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და ასევე ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვების ადრეული გამოვლენას და რეფერალს მათი საჭირო სერვისებში ჩართვის მიზნით. პლატფორმა ასევე მოწოდებულია აღნუსხოს ყველა ბავშვის ზრდის, განვითარებისა და კეთილდღეობის მაჩვენებლები. შეაგროვებს განვითარების შეფასების/სკრინინგის შედეგებს, ხოლო მონიტორინგის დროს გამოვლენილი შეუსაბამო ოჯახური გარემოსა და/ან ბავშვთა მოვლის არადამაკმაყოფილებელი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის პირველადი რგოლიდან მიეწოდება სოციალურ სისტემას. პროექტი ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფებში ბავშვთა განვითარების ტრაექტორიის შეცვლას და მათი პოტენციური შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. პედიატრების მიერ უკვე შექმნილია ელექტრონული პლატფორმა და მისი აპლიკაცია პლანშეტური მოხმარებისათვის. ბავშვის განვითარების ელექტრონული მოდულის კავშირმა დაბადების რეგისტრთან შექმნა ის პირობა, რომელიც უზრუნველყოფს პჯდ გუნდის ინფორმირებულობას მის უბანზე ახალშობილის შემოსვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად, შექმნის ექიმისა და ექთნის პრო-აქტიული მოქმედების საფუძველს. იუნისეფმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიძენა 107 ერთეული პლანშეტი, რომლებიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უკლებლივ ყველა პჯდ ბრიგადისათვის გადაცემის მიზნით. საპილოტე რაიონების სოფლების პჯდ პროფესიონალები გაივლიან დამატებით გადამზადებას ბავშვთა განვითარების საკითხებზე. პროგრამა ასევე უზრუველყოფს მათთვის დამხმარე ზედამხედველობის გაწევას (მაგალითად, რამდენად სწორედ ხდება ბავშვის განვითარების შეფასება, შესაბამისი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეყვანა, აღმოჩენილი პრობლემის შემთხვევაში ბავშვის რეფერირება და ა.შ.), შეაფასებს სისტემის დანერგვის გზაზე გამოვლენილ ყველა ბარიერს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის მასშტაბით მისი შემდგომი გავრცობის პერსპექტივაზე. პროგრამის ამჟამინდელი სტატუსი იძლევა იმის საშუალებას, რომ სამედიცინო პერსონალის გადამზადება დაიწყოს 15 თებერვალს.
(NS)
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)