|
2015-06-18 12:56:18, 561 ნახვა
საზოგადოება
ანტიტეტანური ვაქცინის გაკეთება კიდევ 3 კლინიკაშია შესაძლებელი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიტეტანური ვაქცინის გაკეთება კიდევ 3 კლინიკაშია შესაძლებელი. ესენია: მედკაპიტალი - გამრეკელის 19; ჯანმრთელობის სახლი - ალ. ყაზბეგის 14ბ; ვერე XXI -ქიაჩელის 18; ანტიტეტანური ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 100%-ით ფინანსდება და მისი გაკეთება პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაშია შესაძლებელი. ასევე უფასოა ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ტაშკენტის N10ში და მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციებს ადგილზევე აძლევენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები. შეგახსენებთ, რომ ანტიეტანური ვაქცინის გაკეთების საჭიროება დგება დაზიანებულ კანთან მიწის, ან ტალახის მოხვედრის შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)