|
2026-06-15 10:11:32, 273 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 2 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და3 ივლისს (პირველი და მეორე სესია) გაიმართება. ოსური ენის გამოცდა კი 2 ივლისს (პირველი სესია) იქნება; რაც შეეხება უცხოურს ენას გამოცდების განრიგი ასეთია: 6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა; მათემატიკის გამოცდა აბიტურიენტებს 10 ივლისს (პირველი და მეორე სესია) ექნებათ; ისტორიის 13 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და14 ივლისი (პირველი სესია); ქიმიის გამოცდა 14 ივლისს (მეორე სესია) იქნება; სამოქალაქო განათლების 15 ივლისს (პირველი სესია); ბიოლოგიის 16 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარების (სომხურ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 17 ივლისს (პირველი სესია); გეოგრაფიის 20 ივლისს (მეორე სესია); ლიტერატურის 21 ივლისს (პირველი სესია); ფიზიკის 22 ივლისს (პირველი სესია). რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულების საგამოცდო პროცესს, NAEC-ის ინფორმაციით, პედაგოგები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. ამასთან, 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ. “გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)