|
2015-06-17 20:12:32, 525 ნახვა
საზოგადოება
იტალიელმა ექსპერტმა სხვადასხვა ტერიტორიებზე განვითარებული სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა
იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის ISPRA-ს ხელმძღვანელმა, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL-ის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდიო მარგოტინიმ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, სხვადასხვა ტერიტორიებზე განვითარებული სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლაუდიო მარგოტინი ქართველ გეოლოგებთან ერთად იმყოფებოდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელი ახალდაბის და ბაგების მიმდებარე ტერიტორიებზე. იტალიელმა ექსპერტმა ასევე, დაათვალიერა ვერეს ხეობა. იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL-ის ვიცე-პრეზიდენტი, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ჩაერთო. კლაუდიო მარგოტინი ქართველ კოლეგებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს და რეკომენდაციებს მისცემს. კლაუდიო მარგოტინი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტ-გეოლოგია გარემოს საშიშროებებისა და რისკების მართვის სფეროში და დედამიწაზე სხვადასხვა დროს მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი და მონაწილეა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)