|
2018-11-06 16:07:29, 6133 ნახვა
Lifestyle
რა საშობაო საჩუქარს უმზადებს დედოფალი მეგან მარკლს
ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II მეგან მარკლის დედა დორია რეგლანდს საშობაო არდადეგების გასატარებლად სამეფო ოჯახთან ერთად იწვევს და თუ რიგით ოჯახებში, ეს ჟესტი ჩვეული ნორმაა, სამეფო ოჯახისთვის, საკუთარ ვიწრო წრეში შეშვება ნამდვილად არ არის ხშირი მოვლენა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეთავაზება ქეით მიდლტონის მშობლებს ჯერჯერობით არ მიუღიათ. პრესა წერს, რომ სამეფო ოჯახის ეს ქმედება მეგან მარკლის მამის, თომას მარკლის ქცევამ გამოიწვია. ის მეგანის და ჰარის ქორწილამდე სურათებს პაპარაცებზე ყიდიდა და პრინცს სთხოვდა "მისი ქალიშვილი არ ეცემა". ეს ქცევა უყურადღებოდ არ დარჩენილა - მას ქორწილის მოსაწვევი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ ელისაბედ II და დორია რეგლანდი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან, დედოფალს შვილიშვილის სიდედრი ვინდზორების სასახლეში არაერთხელ ჩაიზე ჰყავს მიწვეული. „მეგანი , რომელიც ფეხმძიმედ გახლავთ, დედას იშვიათად ხვდება, ეხლახანს ის და ჰარი ავსტრალიის და წყნარი ოკეანეს ტურიდან დაბრუნდნენ, ხოლო შობა ის დღესასწაულია, როცა მთელი ოჯახი ერთად უნდა იკრიბებოდეს. გამორიცხული არ არის ისიც, რომ სამეფო ოჯახმა ის ფაქტორი გაითვალისწინა, რომ დორია ქმარს დაშორებულია...“, - წერს The Times.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)