|
2015-06-12 13:37:10, 398 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში სოციალური მუშაკებისთვის სამდღიანი ტრენინგი გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სამმართველოს სოციალური მუშაკებისთვის სამართალში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მედიაციის სახლში გაიმართა. სემინარების ფარგლებში მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია სამართლიდან იმ მნიშვნელოვნაი საკითხების შესახებ, რომლებიც მათ პრაქტიკულ საქმიანობაში სჭირდებათ. ასევე, გაეცნენ სამართლის ზოგად პრინციპებს, დარგებს და სისტემებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისხლის სამართალს. სოციალური მუშაკები სისხლის სამართლის მატერიალური ნაწილიდან გაეცნენ სისხლის სამართლის პრინციპებს, კოდექსის ზოგად ნაწილს, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის საკითხებს, სასჯელებს და მათ დანიშვნას. სემინარების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პრაქტიკაში ხშირად ჩადენილი ცალკეული დანაშაულების შესახებ. სოციალური მუშაკები გაეცნენ სისხლის სამართლის პროცესიდან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან განაჩენის გამოტანამდე პროცედურებს და განაჩენის გასაჩივრების წესებს, სისხლის სამართლის პროცესის პრინციპებსა და პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, სოციალურ მუშაკებს, ტრენინგზე მიღებული ცოდნა, დაეხმარებათ უფრო ეფექტურად განახორციელონ პრაქტიკული საქმიანობა. ტრენინგს უძღვებოდა იურისტი, სისხლის სამართლის სპეციალისტი ლადო ჯავახიშვილი. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს. ტრენინგს დანაშაულის პრევენციის ცენტრის 20-მდე სოციალური მუშაკი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)