|
2026-06-16 12:01:30, 1646 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ შვიდკოი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კულტურას შეუძლია ამ ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. რუსული მედიის ინფორმაციით, შვიდკოი, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა, 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო. მისი თქმით, კულტურა ის სფეროა, რომელსაც შეუძლია ქვეყნებს შორის ნდობის ატმოსფერო ეტაპობრივად, ძალდატანების გარეშე აღადგინოს.
მისივე თქმით, რუსეთი ქართველი ხელოვანებისთვის ღიაა. შვიდკოიმ აღნიშნა, რომ რუსეთში მრავალი ქართველი მუსიკოსი და შემსრულებელი მოღვაწეობს, ხოლო ქართული შემოქმედებითი კოლექტივები ქვეყანას რეგულარულად სტუმრობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)