|
2018-08-18 00:26:33, 9336 ნახვა
Lifestyle
ლეგენდარული არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა
ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. "სოულის დედოფალი" საკუთარ სახლში, დეტროიტში ახლობლების გარემოცვაში იმყოფებოდა. 2010 წლიდან არეტა ფრანკლინს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობის გამო ფრანკლინი გასული წლიდან ჩამოშორდა მუსიკალურ მოღვაწეობას. ბოლო კონცერტი 2017 წლის ნოემბერში ელტონ ჯონის აივის ფონდის მხარდასაჭერად გამართა ნიუ იორკში. მუსიკალური ჯილდოების გარდა, არეტა ფრანკლინი ფლობდა პრეზიდენტის თავისუფლების მედალს, რომელიც მას ჯორჯ ბუშმა გადასცა. როგორც ყველა დროის საუკეთესო ხელოვანი, ის ბილ კლინტონმა დააჯილდოვა. არეტა ფრანკლინმა პრეზიდენტის ინაუგურაციის სამ ცერემონიაზე იმღერა და ბოლო გამოსვლა ბარაკ ობამას მიუძღვნა. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია არეტა ფრანკლინის 75 მილიონი ჩანაწერი. ფრანკლინი 18 გრემის მფლობელია. არეტა ფრანკლინის კარერა 70 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი ცნობილი ჰიტებია Respect, Think, I Say a Little Prayer, (You Make Me Feel Like) A Natural Woman.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)