07:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 12:55:39, 1488 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: სოციალურ ქსელში ჩემს პირად გვერდს თვითონ ვმართავ, რისი უფლება და ვალდებულებაც მაქვს

„ეს არის ჩემი პირადი გვერდი, რომელსაც მე პირადად ვმართავ და ეს არის ჩემი ინიციატივა.  მე, როგორც  პოლიტიკოსს, ვფიქრობ, მაქვს ამის არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულება“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვინ აფინანსებს მასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კამპანიას.

ბახტაძის თქმით,  ახალ საგადასახადო ინიციატივასთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი მეწარმეებისგან, ამომრჩევლისგან სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღო:

„ვინ აფინანსებს ჩემი სოციალური ქსელის კამპანიას?  ეს არის ჩემი პირადი გვერდი, რომელსაც  მე პირადად ვმართავ და ეს არის ჩემი პირადი ინიციატივა.და მე, როგორც საჯარო პოლიტიკოსს, ვფიქრობ, მაქვს ამის არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულება. მინდა, ყველას შეგახსენოთ, საგადასახადო ინიციატივებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რეკომენდაციების პირადად მე და ჩემმა გუნდმა მივიღეთ სწორედ  სოციალური ქსელის მეშვეობით  ჩვენი ამომრჩევლებისგან, მეწარმეებისგან, თუ როგორ უდნა დაგვეხვეწა ჩვენ ჩვენი ინიციატივები, რომლებიც დღეს იქნა წარმოდგენილი. უკუკავშირი  ჩვენს ამომრჩევლებთან, უკუკავშირი ბიზნესთან და უკუკავშირი იმ მეწარმებთაან, რომლებსაცვ აქვთ ინიცატივები, თუ როგორ  შეიძლება გახდეს საქართველოში ბიზნესგარემო კიდევ უფრო კონკურენტული“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics