|
2026-06-22 22:06:01, 4632 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ, 6-ნი ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ. რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად ან ამომრჩევლის წასართმევად?, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. გვარამია აღნიშნავს, რომ თავდასხმებს არ უპასუხებს და მოუწოდებს სხვებს, არ დაეხმარონ მათ გადარჩენაში. “ესე იგი, ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს. და მერე მოტრიალდებიან და ყველა ჩვენ გვერჩის და ჩვენი დაშლა უნდათო, იწყებენ წიოკს. ახლა, თავის ჭკუით, "დაამუღამეს", რომ როცა უმძიმესი შიდა პრობლემები აქვთ (და სულ ეგ აქვთ ბოლო 5 წელია), გამოიგონებენ “მტრის ხატს” და თავდაცვითი პასუხის მოლოდინში დაუწყებენ სიგიჟეების დაბრალებას, გინებას, შეუსევენ აჟიტირებულ ქალ-კაცს და ასე გადააქვთ დროებით ყურადღება საკუთარი კრიზისიდან. კონსოლიდირდებიან გამოგონილი “საერთო მტრის წინააღმდეგ” და “ფეიკ” ერთობას დემონსტრირებენ. ასეთი ხელოვნური სუნთქვით ინარჩუნებენ თავს. სასაცილოა ეს ყველაფერი, ზედაპირული და უსუსური. ამიტომაც არ ვცემ პასუხს და არც გავცემ, სულ რომ შუაზე გასკდნენ დიდიან პატარიანად. იგივეს ვურჩევ სხვასაც. მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ. 6-ნი ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ. რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად ან ამომრჩევლის წასართმევად? არ დაგეხმარებით საკუთარი თავის ჩვენ ხარჯზე გადარჩენაში და არ აგყვებით. თავად მოახერხეთ, თუ შეგიძლიათ. არა და გადაიტანს საქართველო უთქვენობას“, - წერს გვარამია. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბიზნეს ჯგუფების ბიზნეს პროექტებს წარმოადგენენ, როგორიცაა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“, ვერ გაიმარჯვებენ, რადგან „ლელო“, მისი თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბიზნეს პროექტია. სააკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ნიკა გვარამიას „ახალ“ პარტიაზე, რომელიც, მისი თქმით, „რამდენადაც არ უნდა ვუგულებელვყოთ, თავდაპირველად ძმები გილაურების პროექტად შეიქმნა“. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ასევე არსებობს „რამდენიმე მცირე ბიზნეს პროექტი, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიად არის დაყოფილი“.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)