01:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 11:58:30, 1598 ნახვა

კომენტარი
ზვიადაძე: სასულიერო აკადემია ეკლესიის წიაღშია შექმნილი, წარმოუდგენელია, იქ რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი

პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე სასულიერო აკადემიის სტუდენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს.

როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებები, რომელიც მისი ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მანვე დასძინა, რომ სასულიერო აკადემია პატრიარქის კონტროლის ქვეშაა.

"ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს სასულიერო აკადემიაში და დარწმუნდეს აქვს თუ არა ადგილი ძალადობას. სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება ინტერნეტში დევს და შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასულიერო აკადემიაში მოღვაწეობენ და მუშაობენ სახელოვანი მეცნიერები, ვის წარმოუდგენია, რომ აკადემიაში ძალადობას ჰქონდეს ადგილი. სასულიერო აკადემია არის უშუალოდ პატრიარქის ყურადღების ქვეშ. მე არ შემიძლია იმაზე ვისაუბრო, თუ რაში სჭირდება ეს მათ. თუ არ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც არ არის დაინტერესებული დესტაბილიზაციაში, ძალიან მარტივია ყველაფრის გარკვევა. სკოლა ეკლესიის წიაღშია შექმნილი, წარმოუდგენელია რომ იქ რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. არ შემიძლია რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე თუ ვის რა მიზანი აქვს. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ სასულიერო აკადემია არის ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო, საღვთისმეტყველო დაწესებულება, რომელსაც აქვს თავის მიზნები და ამ მიზნებს კარგად ასრულებს. აკადემია გააგრძელებს თავის საქმიანობას, რომელიც დაკისრებული აქვს პატრიარქის და მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. როდესაც პატრიარქმა აკადემია გახსნა, მან თქვა, რომ  ჩვენ არ უნდქ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, ეს აკადემია უნდა გახდეს სამეცნიერო ცოდნის და რწმენის ადგილი, და  ამ ამოცანების ერთგულია თბილისის სასულიერო აკადემია",-განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

ცნობისთვის, კურსდამთავრებულები ყოფილ რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ძალაუფლების ბოროტ გამოყენებაში, სტუდენტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, ჩაწყობებში, შანტაჟსა და დაშინებაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics