01:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 19:18:42, 1836 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემების თავიდან ასაცილებლად, პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად იმუშავებს

„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ  თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების ზომებზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის დასარეგულირებლად, პარლამენტი მზად არის მთავრობასთან ერთად იმუშაოს. 

მისი განცხადებით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთვის პრივილეგიასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რაც ქვეყნის ხელისუფლებას სრულად აქვს გაცნობიერებული.

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენთვის იყო როგორც პრივილეგია, ასევე, პასუხისმგებლობა, და ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით. შესაბამისად, საჭირო თუ გახდება ამ კუთხით, მათ შორის, პარლამენტის ჩარევა, კანონმდებლობის დახვეწა, ჩვენ ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics