|
2015-05-12 16:17:40, 354 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს მანფრედ ვებერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. დღეს გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს მანფრედ ვებერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის პრიორიტეტები და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო განხორციელებული რეფორმების, დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად მოხდეს ძალისხმევის გაერთიანება, იმისათვის, რომ ევროპული ინტეგრაცის სიკეთეები უფრო მეტად ხელშესახები გახდეს საქართველოს მოსახლეობისათვის. ქართულმა მხარემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მანფრედ ვებერის სრული მხადაჭერა მიიღო. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასაც. გიორგი მარგველაშვილმა მანფრედ ვებერთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა უკრაინაში გარკვეულწილად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბელგიის მეფე ფილიპსაც შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)