|
2015-05-12 09:58:54, 370 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: სამხედრო ძალების წვრთნა მნიშვნელოვანია, ის ძალების ფუნქციონალურ თავსებადობას ზრდის
"მნიშვნელოვანია სამხედრო ძალების წვრთნა, რომელიც ძალების ფუნქციონალურ თავსებადობას ზრდის",-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ქართული მედიის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დაწყებას ეხებოდა. სტოლტენბერგის თქმით, წვრთნები საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაში დიდ როლს ასრულებს. „მჯერა, რომ პარტნიორობის ნაწილი, რომელიც ჩვენ განვავითარეთ და ვავითარებთ საქართველოსთან და ეს რა თქმა უნდა წვრთნებსაც ეხება, როგორც ნატო-ს, ისე ორმხრივ წვრთნებს ნატო-ს მოკავშირეებსა და საქართველოს შორის. მნიშვნელოვანია სამხედრო ძალების წვრთნა, რომელიც ზრდის ძალების ფუნქციონალურ თავსებადობას, ერთად მუშაობის შესაძლებლობას და ჩვენ ეს ფუნქციონალური თავსებადობა განვავითარეთ ერთობლივი ძალისხმევებით, მაგალითად ავღანეთში. ახლა ჩვენ ვამცირებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ავღანეთში. ასე რომ, წვრთნები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. წვრთნები არსებითი პაკეტის ნაწილია, ასევე ტრენინგ ცენტრის დაფუძნება, რომელიც კიდევ ერთი ელემენტია, და ახლა ჩვენ განვათავსებთ ექსპერტების ძირითად გუნდს, რომელიც ასევე დიდ როლს შეასრულებს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაში",-განაცხადა იენს სტოლტენბერგი. აღნიშნული განცხადება მან ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)