11:42 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 09:48:39, 410 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს არჩევანს, გავხდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის და საქართველოს საზოგადოების არჩევანს, გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცახადა.

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიის გზას, რომელზეც დაფუძნებულია ალიანსი.

„მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი პირადად გაცნობა და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა განვიხილო ჩემი ქვეყნისთვის და რეგიონის უსაფრთოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები. ჩვენ განვიხილეთ ზოგიერთი ყველაზე პრობლემატური მოვლენა რეგიონში, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ხელშეკრულების გაფორმება და ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის კონკრეტული მხარდაჭერისთვის. ჩვენ დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს ტრენინგისა და შეფასებების ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, არსებით პაკეტთან დაკავშირებით და მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი სრულყოფილი მხარდაჭერა ამ არსებითი პაკეტის განვითარებისთვის და ჩვენი ვალდებულება ამ პაკეტის დროული და სრული შესრულების მიმართ. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიასა და „ურყევი მხარდაჭერის მისიაში“ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის და საქართველოს საზოგადოების არჩევანს გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები. საქართველო გააგრძელებს მის გზას დემოკრატიისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რომელზეც დაფუძნებულია ალიანსი და ასევე განვაგრძობთ თანამშრომლობას სამხედრო მიმართულებით. მადლობელი ვარ ჩვენი დისკუსიისათვის და მომავალი თანამშრომლობისთვის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics