|
2015-05-12 09:13:36, 385 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროპის სავაჭრო სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპის სავაჭრო -სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს რიჩარდ ვებერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპალატას იმ მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროპის სავაჭრო პალატებს შორის. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპალატაში წევრობა საქართველოს საშუალებას აძლევს დააკავშიროს ქართული კომპანიები ევროპულ კომპანიებს და ჩართული იყოს ევროკავშირის მნიშვნელოვან ბიზნესზე ორიენტირებულ პროგრამებში, როგორიცაა მაგალითად East Invest. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და ევროპული ბიზნესის დაინტერესების მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური ზრდისათვის. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საგარეო მდივანი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ. ევროპალატა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქვეყნებს ფარავს და მასში შედის 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ფედერალური პალატები. წევრი პალატების ხაზით ევროპალატა ფარავს: 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ კომპანიას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)