07:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 15:24:07, 2198 ნახვა

სამართალი
რუსთავის მე-17 ციხის გუშაგს, რომელიც მასზე მინდობილი იარაღით მიიმალა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

რუსთავის მე-17 დაწესებულების გუშაგს, რომელმაც საგუშაგო თვითნებურად მიატოვა და სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით მიიმალა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავრცელებს:

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების გუშაგი რიგითი ტ.ბ., რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, იმავე დღე დააკავეს.

შემთხვევა 2017 წლის 5 დეკემბერს მოხდა, როცა რიგითმა საპატიო მიზეზის გარეშე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, მიატოვა საგუშაგო და მიიმალა სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ტ.ბ. 2017 წლის 5 დეკემბერსვე დააკავეს, ხოლო 7 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ტ.ბ.-ს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით.

ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. ამჟამად, ის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics