12:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 12:10:02, 2418 ნახვა

მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა.

სხდომაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს 14 წევრიდან არცერთმა არ დაუჭირა მხარი.

ამასთან, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და იტალიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

„იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება გაეროს რეზოლუციებს არ შეესაბამება და რეგიონში მშვიდობის დამყარებას ხელს არ შეუწყობს“, - განაცხადეს ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. დონალდ ტრამპმის განცხადებით, ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

ტრამპის გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.  „ჰამასი“, რომელსაც ისრაელი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს, ისრაელს მასშტაბური ომით დაემუქრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics