01:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 15:01:43, 3238 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია. აღნიშნული მუხლი გულისხმობს, რომ პირის დაკავება ემსახურებოდა არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მიზნებს, არამედ სხვა მიზნებს. ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა 5/3 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან.

„ვერ დადგინდა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება იყო. თუმცა, დაადგინა, რომ მერაბიშვილის მტკიცება, მისი საკნიდან გაყვანის და ღამით დაკითხვის შესახებ, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია. სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლებაზე მერაბიშვილის უფლების შეზღუდვა, მუდმივ სიტუაციას წარმოადგენდა. ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო დასკვნამდე მივიდა, რომ ამ შეზღუდვის მთავარი მიზანი, დროთა განმავლობაში შეიცვალა. თავიდან ამის მიზანი დანაშაულების გამოძიება იყო, მოგვიანებით კი ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მიღება“, - ნათაქვამია სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დიდი პალატის 9 წევრმა დაუჭირა, ხოლო  8 წინააღმდეგი იყო.

დიდი პალატის მიერ მიღებული დასკვნა სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics