00:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 14:04:48, 1968 ნახვა

სამართალი
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 22 ქალი მოკლეს

სახალხო დამცველის მოადგილის, ეკატერინე სხილაძის განცხადებით, ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს 9 თვეში, საქართველოში 22 ქალი მოკლეს და შემთხვევათა ძირითადი მოტივი ოჯახური ძალადობა იყო.

როგორც სხილაძემ აღნიშნა, ამ პრობლემას ძალოვანი უწყებები ეფექტურად ვერ უმკლავდებიან, რადგან მსხვერპლთა ნაწილმა მკვლელობამდე სამართალდამცველებს ძალადობის შესახებ არაერთხელ აცნობა.

"სამწუხაროდ, ფემიციდის შემთხვევების კლება ქვეყანაში არ ფიქსირდება და 2017 წლის 9 თვის განმავლობაში 22 ქალი მოკლეს, აქედან 13 შემთხვევაში იდენტიფიცირებული იყო ოჯახში მომხდარი დანაშაულის ფაქტი. ამავე პერიოდში 11 მკვლელობის მცდელობიდან 8 ჩაიდინეს ოჯახური ძალადობის მოტივით. ეს მეტყველებს პრობლემის აქტუალობაზე და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მოქმედების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას",- განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.

ცნობისთვის, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ მიმდინარეობს. ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება. ღონისძიებაზე საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, მზადყოფნა გამოთქვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერისთვის. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics