2017-11-18 10:59:14, 2170 ნახვა
სამართალი
უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევა.
როგორც უშიშროების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, მათი საქმიანობა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„17 ნოემბერს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა, უკრაინის სახელმწიფო პოლიციასთან, სახელმწიფო მიგრაციისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურთან ერთად განახორციელა ერთობლივი ზომები საქართველოს 8 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების მიზნით. გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის მასალებზე დაყრდნობით, რაც მიუთითებს, რომ უცხოელთა საქმიანობა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. სამართალდამცავი ორგანოების ყველა ქმედება ხორციელდება ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად, რათა არ მოხდეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,